суббота, 21 декабря 2013 г.

დღეს ტრენინგის ბოლო,მე-9 დღე იყო..ვიხილეთ ერთმანეთის ბლოგების პრეზენტაცია,რაც ძალიან საინრერესო და შთამბეჭდავი იყო.ვისწავლეთ მასალის შეცვლა და გაზიარება.პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგზე მოხვედრით,მიხარია,რომ ასეთ შესანიშნავ ტრენერთან აღმოვჩნდი.ხათუნა ძალიან მცოდნე,ენერგიული,ხალისიანი,სიცოცხლით სავსე,დაუზარელი,ყურადღებიანი და მეტად "მანუგეშებელი" ადამიანია.ჩემში ის არა მარტო ტრენერად დარჩება,არამედ ახლობლად და იმედად...ვისურვებდი მასთან ბევრ ტრენინგზე მოხვედრას.მართალია,უსუსტესი კომპიუტერული უნარ-ჩვევების გამო ბევრი ვაწვალე,მაინც თან გადამყვა და რაც მოვასწარი და შევქმენი უდიდესი მიღწევაა ჩემთვის.იმედია,როცა იქნება,მექნება კომპიუტერი და ამ ყველაფერს ისე დავეუფლები,რომ ტრენინგებზე ჩემი მუშაობით ვახარებდე მასწავლებებს.დიდი სიყვარულით ვემშვიდობები ხათუნას და ყველა ჩემს კოლეგას..ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ! ღმერთს ებარებოდეთ!!!.........

Комментариев нет:

Отправить комментарий