суббота, 21 декабря 2013 г.

დღეს ტრენინგის ბოლო,მე-9 დღე იყო..ვიხილეთ ერთმანეთის ბლოგების პრეზენტაცია,რაც ძალიან საინრერესო და შთამბეჭდავი იყო.ვისწავლეთ მასალის შეცვლა და გაზიარება.პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგზე მოხვედრით,მიხარია,რომ ასეთ შესანიშნავ ტრენერთან აღმოვჩნდი.ხათუნა ძალიან მცოდნე,ენერგიული,ხალისიანი,სიცოცხლით სავსე,დაუზარელი,ყურადღებიანი და მეტად "მანუგეშებელი" ადამიანია.ჩემში ის არა მარტო ტრენერად დარჩება,არამედ ახლობლად და იმედად...ვისურვებდი მასთან ბევრ ტრენინგზე მოხვედრას.მართალია,უსუსტესი კომპიუტერული უნარ-ჩვევების გამო ბევრი ვაწვალე,მაინც თან გადამყვა და რაც მოვასწარი და შევქმენი უდიდესი მიღწევაა ჩემთვის.იმედია,როცა იქნება,მექნება კომპიუტერი და ამ ყველაფერს ისე დავეუფლები,რომ ტრენინგებზე ჩემი მუშაობით ვახარებდე მასწავლებებს.დიდი სიყვარულით ვემშვიდობები ხათუნას და ყველა ჩემს კოლეგას..ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ! ღმერთს ებარებოდეთ!!!.........

воскресенье, 8 декабря 2013 г.

მე-8 დღეს გავიარეთ მეშვიდე მოდული,ვიმუშავე გეგმაზე,საქაღალდის მოწესრიგებაზე,ბლოგის  დიზაინზე...ავადმყოფობის გამო საკმაოდ რომ არ დამეგვიანებია,მეტს ვისწავლიდი...

суббота, 7 декабря 2013 г.


 
               მე-7 დღე:   ვიმუშავეთ პროექტის დეტალების დახვეწაზე,
          განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების საკითხები და გავაანალიზეთ      გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი.

вторник, 3 декабря 2013 г.

1-ლი დღე:პირველი დღის რეფლექსია არასწორად გავაგზავნე,ამიტომ ვწერ დაგვიანებით-"მიხარია,რომ ამ ტრენინგზე მოვხვდი.თუმცა ვწუხვარ,რომ პირველ მეცადინეობაზე ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო საკმაოდ დამაგვიანდა.ძალიან საინტერესო იყო პროექტების ნიმუშების და რესურსების განხილვა."
     მე-6 დღეს გავეცანით და შევქმენით მოსწავლის ნამუშევრები.განვიხილეთ შეფასების ფორმები,შეფასების გეგმის ჩეკლისტი.ვიმუშავეთ მოსწავლეების პროექტების შეფასებაზე.გავეცანით შეფასების გეგმის კრიტერიუმის ჩამონათვალს და შეფასების დაგეგმვის ცხრილს.
  მე-5 დღეს მოვუსმინეთ ერთმანეთის პროექტთა პრეზენტაციებს,რაც პირადად ჩემთვის ბევრის მასწავლებელი იყო,თანაც თანაც სხვანაირად დამაფიქრა ჩემს პროექტზე,მის მიზანსა და ამოცანებზე.ალბათ,სხვანაირად ჩამოვაყალიბებ ყველაფერს.  
  შემდეგ ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრები.

воскресенье, 24 ноября 2013 г.

            მე-4 დღე:
          განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები,ჩემი პროექტისათვის გავწერე შეფასების დროის ჩარჩო,გავნსზღვრე მოსწავლეთა საჭოროებები,ვიმუშავე პროექტის პრეზენტაციაზე.  გმადლობთ დახმარებისათვის.